რუსმა ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქში რამდენიმე ქალაქი დაბომბეს.
ლუგანსკის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდას ინფორმაციით, თავდასხმების შედეგად დაიღუპა, 4 ადამიანი, 10 კი დაიჭრა.
დაზიანდა 54 შენობა, მათ შორის 19 საცხოვრებელი კორპუსი, 19 კერძო სახლი, ორი ჯანდაცვის დაწესებულება, ასევე, კრიტიკული ობიექტები, საწყობები და სამეურნეო შენობები.
"რუსები აგრძელებენ რეგიონში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას. ეს "განმათავისუფლებლები" ათავისუფლებენ ლუგანსკის მიწას ყოველგვარი სიცოცხლისგან. ცოტაც და მათ ჩვენი სახლებიდან გავაძევებთ, დავუბრუნდებით მშვიდ ცხოვრებას", - ამბობს სერგეი გაიდა.
მისივე ცნობით, დღის განმავლობაში მეხანძრე მაშველებმა რუსი აგრესორების დაბომბვის შედეგად გამოწვეული 46 ხანძარი ჩააქრეს.