უკრაინაში დღეს 10 ჰუმანიტარული დერეფნის უზრუნველყოფაა შეთანხმებული

გამოქვეყნდა:

უკრაინის ხელისუფლება დაბომბილი ქალაქებიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციას აგრძელებს. დილიდან ჰუმანიტარული დერეფანი 10 მიმართულებით გაიხსნა.

განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული მარიუპოლზე, სადაც მტერი "სიჩუმის რეჟიმს" არასდროს იცავს და ცეცხლს იმ სატრანსპორტო საშუალებებს უხსნის, რითაც მოქალაქეები გამოჰყავთ.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, ცხელი წერტილებიდან მოქალაქეების გამოსაყვანად ათობით ავტობუსი უკვე გაიგზავნა. ასევე, გაგზავნილია ჰუმანიტარული ტვირთი, საკვები პროდუქტები, სასმელი წყალი და მედიკამენტები.

"19 მარტს უკრაინულმა მხარემ 10 ჰუმანიტარული დერეფანი გახსნა. ავტობუსების კოლონა ჩვენი მოქალაქეების გამოსაყვანად უკვე გაემგზავრა, ასევე, იგზავნება ჰუმანიტარული ტვირთი. მოქალაქეებს მივაწვდით სასმელ წყალს, საკვებ პროდუქტებს და მედიკამენტებს. უწყვეტ რეჟიმში მუშაობს საინფორმაციო ცენტრი", - თქვა უკრაინის ვიცე პრემიერმა, ირინა ვერესჩუკმა.

უკრაინული მხარე ოკუპანტებს შეთანხმების დაცვისა და ვალდებულებების შესრულებისაკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი