"ყველაფერი გააკეთეთ, რომ მარიუპოლი გადარჩეს... ნუ მისცემთ რუსეთს უფლებას, გაგვანადგუროს!" | უკრაინელი პოლიციელის მიმართვა ზელენსკის და მსოფლიო ლიდერებს

გამოქვეყნდა:

უკრაინაში ერთ-ერთი ცხელი წერტილი ამ დრომდე მარიუპოლია. ქალაქი ოკუპანტების ალყაშია და იქ დარჩენილ მოსახლეობას ისევ არ მიეწოდება საკვები, წყალი და ელექტროენერგია.

რუსეთის არმიის დანაყოფები ქალაქს ყოველდღიურად ბომბავენ. შედეგად დანგრეულია ინფრასტრუქტურის 80 პროცენტზე მეტი.

მარიუპოლში შექმნილ ვითარებაზე ვიდეო მიმართვა ერთ-ერთმა ადგილობრივმა პოლიციელმა გაავრცელა. მან ქვეყნის პრეზიდენტს და საერთაშორისო საზოგადოებას შეიარაღება და დახმარება სთხოვა.

"მე ვარ პოლიციელი მარიუპოლიდან. ბატონო პრეზიდენტო, ჩვენმა ქვეყანამ ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანას ძლიერი პოლიცია ჰყავდეს. ბატონო პრეზიდენტო, ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ მარიუპოლი გადარჩეს. ჩვენ გვჭირდება შეიარაღება და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მძლავრი სისტემები. არ ვიცით დავრჩებით თუ არა ცოცხლები, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ნანგრევებში კვდებიან ბავშვები, მოხუცები. უკვე 23 დღეა ისინი შუქისა და წყლის გარეშე რჩებიან ქალაქში.

მოგმართავთ თქვენც, ვინც მსოფლიოს ბედს წყვეტთ, ყველა თქვენგანმა ნახა, რა შეუძლია უკრაინელ ხალხს და როგორ ებრძვიან ისინი მონსტრს, სახელად რუსეთს. ნუ მისცემთ უფლებას რუსეთს, რომ გაგვანადგურონ, ყველაფერი თქვენს ხელშია", - ამბობს პოლიციელი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი