ნიკოლაევის გუბერნატორი ვიტალი კიმი ოკუპანტების მიერ სამხედრო ყაზარმებზე მიტანილ სარაკეტო იერიშს ეხმაურება და ამბობს, რომ რუსებმა მძინარე ჯარისკაცებზე ლაჩრული თავდასხმა განახორციელეს.
მისი თქმით, მტერი შეშინებულია და მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას განაგრძობს.
"გვიან ღამით ოკუპანტებმა ჩვენს მძინარე ჯარისკაცებზე სარაკეტო იერიში ლაჩრულად მიიტანეს. სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. ამასთან, აქტიურად ვმუშაობთ ჰუმანიტარული კუთხით. ვცდილობთ, მოქალაქეებს შევუქმნათ ყველა აუცილებელი პირობა, მივაწოდოთ საკვები, წყალი და მედიკამენტები. მტერი შეშინებულია, მოქალაქეების წინააღმდეგ ისვრიან. შესაბამის პასუხს აუცილებლად მიიღებენ. მალე წვიმიანი ამინდები დაიწყება, ოკუპანტებს ტყეში თავის შეფარება მოუწევთ. მინიმუმ გაცივდებიან და თავისითაც ჩაძაღლდებიან", - თქვა ვიტალი კიმმა.