მარიუპოლში "აზოვის" პოლკის მებრძოლებმა ოკუპანტების საბრძოლო მასალის საწყობები გაანადგურეს - ინფორმაციას UNIAN პოლკზე დაყრდნობით ავრცელებს.
წინასწარი მონაცემებით, განადგურებულია ერთი ტანკი, ორი ჯავშანტრანსპორტიორი და სატვირთო მანქანა.
"დღეს დილით, სპეცოპერაციისას, აზოვის პოლკის ჯარისკაცებმა დაარბიეს მოწინააღმდეგის სამეთაურო პუნქტი, რა დროსაც განადგურდა საბრძოლო მასალის საცავი, მტრის ოფიცრები და ქვეითი ოცეული“, - აცხადებენ "აზოვის" პოლკში.
აზოვის პოლკის კაპიტნის, სვიატოსლავ პალამარის თქმით, მარიუპოლი კვლავ უკრაინულ ქალაქად რჩება და ტერორისტებთან ქუჩის ბრძოლები გრძელდება.