ომის 24 დღეს უკრაინაში რუსული აგრესიის მთავარი სამიზნე ქალაქი მარიუპოლია, სადაც დღეს ქართველი მებრძოლი დაიღუპა; ოკუპანტებმა უკრაინაში ზებგერითი, ბალისტიკური რაკეტების გამოყენება დაიწყეს და კიდევ ერთი იერიში მიიტანეს კიევზე;
უმძიმესი ვითარებაა მარიუპოლში, ზაპოროჟიეში, ნიკოლაევსა და ხარკოვში.
პუტინის ომის სამიზნე, ისევ მშვიდობიანი მოსახლეობა, ქალები და ბავშვები არიან; თითქმის მიწასთან გასწორებული ქალაქებიდან, ადამიანები თავის დაღწევას ცდილობენ, თუმცა ოკუპანტის ტყვია, მათ ცოცხლად გადარჩენის შანსს არ უტოვებს;
რუსულ ბომბებს უკრაინაში უკვე 112 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ დრომდე არავინ იცის რამდენი ადამიანი გადაურჩა რუსულ ბომბებს, მარიუპოლის თეატრის თავშესაფარში, საიდანაც ცოცხლად გამოსვლა 130 -მა ადამიანმა შეძლო, დანარჩენები უკვე 3 დღეა ისევ ნანგრევებში რჩებიან.
ავტორი: ზურა პეტროსიანი