ხარკოვი იბომბება - გუბერნატორის ინფორმაციით, დაღუპულია 9 წლის ბავშვი

გამოქვეყნდა:

ხარკოვზე ოკუპანტებმა რიგი საჰაერო იერიში მიიტანეს. რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია 9 წლის გოგონა. ინფორმაციას ადასტურებს ხარკოვის ოლქის გუბერნატორი, ოლეგ სინეგუბოვი. ვრცელდება ვიდეოკადრებიც, სადაც ჩანს, რომ სავარაუდოდ კორპუსია ცეცხლის ალში გახვეული. ქალაქში განგაშის სიგნალის ხმა ისმის.
განსაკუთრებით რთული ვითარებაა ჩრდილოეთ სალტოვკასა და დიდ დანილოვკაში. მონაცემები ზუსტდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი