უკრაინელებმა 3 კვირაში 6 რუსი გენერალი მოკლეს - სია

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განადგურებული რუსი სამხედრო მეთაურების სია გამოაქვეყნა. მათი ინფორმაციით, ომის სამი კვირის განმავლობაში უკრაინელმა ჯარისკაცებმა 10-ზე მეტი რუსი მეთაური მოკლეს, მათ შორის ექვსი გენერალია.

ესენი არიან:

  • გენერალ-მაიორი მაგომედ თუშაევი - როსგვარდიის 141-ე მოტორიზებული პოლკის მეთაური;
  • გენერალ-მაიორი ვიტალი გერასიმოვი - ცენტრალური სამხედრო ოლქის 41-ე არმიის მეთაურის პირველი მოადგილე;
  • გენერალ-მაიორი ანდრეი კოლესნიკოვი - 29-ე არმიის მეთაური;
  • მაიორი ანდრეი სუხოვეცკი - ცენტრალური სამხედრო ოლქის 41-ე არმიის მეთაურის მოადგილე;
  • გენერალ-მაიორი ოლეგ მიტიაევი - 150-ე მოტომსროლელი დივიზიის მეთაური;
  • გენერალ-ლეიტენანტი ანდრეი მორდვიჩევი - სამხრეთ სამხედრო ოლქის მე-8 გვარდიული არმიის მეთაური.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი