დღეს, 10-დან 8 ჰუმანიტარულმა დერეფანმა იმუშავა - ევაკუირებულია 6623 ადამიანი

გამოქვეყნდა:

უკრაინის ვიცეპრემიერის ინფორმაციით, 19 მარტს, 10 ჰუმანიტარული დერეფნიდან 8 მუშაობდა. საომარი მოქმედებების ადგილებიდან დღეს სულ 6623 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
  
დონეცკის რეგიონი:

▪️ მარიუპოლიდან ზაპოროჟიეში ევაკუირებულია 4128 ადამიანი, მათ შორის 1172 ბავშვი.
▪️ მანგუშიდან ბერდიანსკში მიკროავტობუსით მარიუპოლის 500-მდე მცხოვრები გადაიყვანეს, რომლებიც ხვალ დილით შეძლებენ ზაპოროჟიეში გამგზავრებას.
▪️ბერდიანსკიდან ევაკუაციისთვის ავტობუსები ქალაქის სპორტული კომპლექსის წინ მოედანზე ხვალ 9:00 საათიდან იქნებიან. ზაპოროჟიეში გამგზავრება 11:00 საათზეა დაგეგმილი.

კიევის რეგიონი:

▪️სოფელ ბერვიწიდან ბროვარში 500 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
▪️ბუჩადან ბელოგოროდკამდე - 320 კაცი.
▪️ბოგდანოვკიდან ბროვარამდე - 1000 კაცი.
▪️ბოროდიანკადან ბელაია ცერკოვში ევაკუაცია დაბომბვის გამო არ მომხდარა.

ლუგანსკის რეგიონი:

▪️ქალაქ ლისიჩანსკიდან ქალაქ ბახმუტში 160 ადამიანი გაემგზავრა.
▪️ქალაქ სევეროდონეცკიდან ბახმუტამდე 160 ადამიანი.
▪️ქალაქ რუბეჟნოედან ბახმუტამდე - 45 კაცი.
▪️ქალაქ პოპასნაიადან ბახმუტამდე - 310 კაცი.

ხერსონის რეგიონი:

▪️ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდება არ განხორციელებულა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი