რუსი სამხედრო ამბობს, რომ საკუთარი ხარჯებით უწევდათ თეთრი საღებავის ყიდვა, აღჭურვილობაზე Z -ის დასაწერად

გამოქვეყნდა:

რუსი სამხედროების მორიგი აღიარება - ინტერფაქსის ოფისში ტყვედ ჩავარდნილებმა პრესკონფერენციაზე ისაუბრეს დავალების დეტალებზე.

მათ მოუწოდეს  სხვა რუს სამხედროებს უარი თქვა უკრაინაზე თავდასხმასა და საბრძოლო მოქმედებებზე.
ერთ-ერთი სამხედრო, იგორ რუდენკო ყვება, რომ ყირიმში ბაზირებულ ნაწილებს 20-23 თებერვალს გადასცეს საბრძოლო მასალა და პირველადი სამედიცინო დახმარების ნაკრები.

რუდენკოს თქმით, 20 თებერვალს  მათ უბრძანეს შეჭრა სოფელ სლავნეში -  ჩვენ მივიღეთ ბრძანება პრეზიდენტ პუტინისგან, რომ ეს არ არის სწავლება, ეს იქნება შეჭრა უკრაინაში - თქვა რუდენკომ. მიზანი კი მისი თქმით, იყო უკრაინელი ხალხის "გათავისუფლება ნაცისტებისგან".

რუდენკომ ასევე აღნიშნა, რომ სამხედრო მოსამსახურეებს საკუთარი ხარჯებით უწევდათ თეთრი საღებავის ყიდვა, რათა მათ აღჭურვილობაზე ასო „Z“ დაესვათ.

რუდენკომ პრესკონფერენციაზე ასევე აღარა, რომ 2014 წელს მან უღალატა უკრაინას და ყირიმში გადავიდა რუსეთის მხარეს. მან რუსი სამხედროების ქმედებას უკრაინაში, ფაშისტური უწოდა - "ხალხი იმალება შიშით, სიცივეში, საკვების გარეშე ბომბების თავშესაფრებში, სარდაფებში. ბავშვები კვდებიან. ეს უარესია, ვიდრე 1941 წელს. ჰიტლერსაც კი არ შეეძლო ამის გაკეთება" - თქვა რუდენკომ.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი