უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ოკუპირებულ ყირიმში, რუსი საზღვაო ქვეითების ზოგიერთმა ქვედანაყოფმა პერსონალის 90%-მდე დაკარგა.
გენშტაბის ინფორმაციითვე, არ არსებობს არც რეზერვი, რითაც ოკუპანტები ამ დანაკარგს შეავსებენ, რის გამოც, არის მცდელობები ყირიმში სხვა სამხედრო ნაწილებიდან გაგზავნონ დამატებითი ძალა, თუმცა ამ დანაყოფებშიც გამოჩნდნენ სამხედროები, რომლებიც უარს ამბობენ უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაზე და 20-ზე მეტმა პირმა შესაბამისი მოხსენებებიც დაწერა. საპასუხოდ კი უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, სამხედროებზე რეპრესიები განხორციელდა.
"მტრის ზარალმა შეადგინა 200-ზე მეტი ადამიანი, დანარჩენები დემორალიზებულები არიან და უარს ამბობენ საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე“, - აცხადებენ გენერალურ შტაბში.