უკრაინაში რუსეთთან დაკავშირებულ პოლიტიკურ პარტიებს საქმიანობას უჩერებენ

გამოქვეყნდა:

რუსეთთან დაკავშირებულ 11 პოლიტიკურ პარტიას უკრაინაში საქმიანობა უჩერებენ. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეო მიმართვაში განაცხადა. 

მისი თქმით, გადაწყვეტილება ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ მიიღო. 

"ფართომასშტაბიანი ომისა და ამ სახელმწიფოსთან [რუსეთთან] ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის კავშირების გათვალისწინებით, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, საომარი მოქმედებების პერიოდში ნებისმიერი საქმიანობა შეუჩერდეთ მთელ რიგ პოლიტიკურ პარტიებს...

ომის დროს კონკრეტული პოლიტიკოსების პირადი ამბიციები კარგად გამოჩნდა. გამოჩნდა, რომ ზოგიერთი ცდილობს, კარიერა და პარტია სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა დააყენოს. ისინი ხისტ პასუხს მიიღებენ", - თქვა ზელენსკიმ. 

უკრაინაში საქმიანობას უჩერებენ შემდეგ პარტიებს: "ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის", "ჩვენები", "შარიას პარტია", "მემარცხენე ძალების კავშირი", "მემარცხენე ოპოზიცია", "უკრაინის პროგრესული სოციალისტური პარტია", "სოციალისტები", "ვლადიმერ სალდოს ბლოკი", "უკრაინის პროგრესული სოციალისტური პარტია", პარტია "ძალაუფლება".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი