მარიუპოლის ბლოკადა ომის დანაშაულების ისტორიაში შევა - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.
"ის რაც ოკუპანტებმა ამ მშვიდობიან ქალაქს გაუკეთეს, არის ტერორი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გვემახსოვრება. რაც უფრო მეტი უკრაინელი ლაპარაკობს მშვიდობაზე, მით მეტ მხარდაჭერას ვპოულობთ. რაც უფრო მეტად დაატერორებს რუსეთი უკრაინას, მით უარესი შედეგები მოჰყვება მისთვის“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ მარიუპოლში უკიდურესად მძიმე მდგომარეობაა. ქალაქი ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა. ადგილობრივებს, რომლებმაც საცხოვრებლები არ, ან ვერ დატოვეს, არ მიეწოდებათ ელექტროენერგია, გაზი, წყალი და საკვები. გუშინ ქალაქში დილიდან გაიხსნა ჰუმანიტარული დერეფანი, თუმცა ოკუპანტებმა "სიჩუმის რეჟიმი" კიდევ ერთხელ დაარღვიეს.