"14 ათასზე მეტი თქვენი ჯარისკაცია დაღუპული... ნუთუ თქვენთვის აღარაფერს ნიშნავს სიტყვები: შვილი, დედა, მამა?!" - ზელენსკი რუსეთის მოქალაქეებს

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ იმ ადგილებში, სადაც ყველაზე მწვავე ბრძოლები მიმდინარეობს, უკრაინული მიწა რუსი სამხედროების ცხედრებით არის სავსე, ოკუპანტები კი მათ გადასვენებაზე არც კი ფიქრობენ.

ამასთან დაკავშირებით მან ვიდეო მიმართვაში ისაუბრა და რუს ხალხს შემდეგი სიტყვებით მიმართა: 

"ვიცით, რომ რუსეთს აქვს დიდი ადამიანური რესურსი, უამრავი აღჭურვილობა, რაკეტები და ბომბები, მაგრამ მინდა ვკითხო რუსეთის მოქალაქეებს: რა გაგიკეთეს ასეთი ამ წლების განმავლობაში, რომ თქვენს დანაკარგს აღარ იმჩნევთ? ნუთუ თქვენთვის სიტყვები "შვილი", "დედა", "მამა" უკვე აღარაფერს ნიშნავს?! უკვე 14 ათასზე მეტი თქვენი ჯარისკაცია დაღუპული, ეს არის 14 ათასი მშობელი, ცოლები, შვილები, ნათესავები და მეგობრები. მსხვერპლი უფრო დიდი იქნება, რადგან ომი ისევ გრძელდება. ომი, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს ჩვენს მიწაზე", - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი