ჩერნობაევკა უკრაინისა და მსოფლიო ომების ისტორიაში შევა. ეს არის ადგილი, სადაც უკრაინელმა სამხედროებმა რუსული არმიის რაზმები თავისი მეთაურებით 6-ჯერ გაანადგურეს, თუმცა მტერი მაინც არ წყვეტს თავდასხმას. ასევე, ისტორიაში შევა მარიუპოლი, როგორც ყველაზე მშვიდი ადგილი, რომელიც მტერმა გაანადგურა. ომის წინა ხაზი რუსი ჯარისკაცების ცხედრებითაა სავსე. რუსებს თავიანთი დაღუპული ჯარისკაცების გადასვენება არც კი უფიქრიათ. უკრაინულმა არმიამ მტერს სერიოზული ზიანი მიაყენა, განადგურებულია მტრის არმიის მნიშვნელოვანი ნაწილი. ახლა რუსეთი კიდევ ახალი რაზმების გამოგზავნას აპირებს.
თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეო მიმართვაში.