"პუტინს გვამებიც კი არ გააქვს ბრძოლის ველიდან, ჩვენს ბიჭებს საერთო ორმოში ყრიან" | უკრაინელების მიერ დატყვევებული ოკუპანტი

გამოქვეყნდა:

რუსი სამხედროების მორიგი აღიარება - ტყვედ ჩავარდნილი ოკუპანტები კრემლის სასტიკ დავალებებს იხსენებენ და სხვა ჯარისკაცებს მოუწოდებენ, საბრძოლო მოქმედებებზე უარი თქვან.

ერთ-ერთი დაკავებულის თქმით, პუტინის რეჟიმმა ისინი ბრძოლის ველზე მიატოვა და ახლა მოკლული ჯარისკაცების გვამების გატანაზეც კი უარს აცხადებს.

"მინდა, მივმართო რუსეთის შეიარაღებულ ძალებსა და ჯარისკაცებს, ყველას, ვისაც ვიცნობ, ნუ ესხმით თავს უკრაინასა და მშვიდობიან მოქალაქეებს. დადეთ იარაღი და შეწყვიტეთ ეს ომი. და მე ამას ხმამაღლა ვამბობ. გულისტკივილით ვაკვირდები რა ხდება ახლა ამ ქვეყანაში და მე ეს ჩემი თვალით ვნახე. მუხლმოდრეკილი ვითხოვ პატიებას უკრაინელი ხალხისგან, პატიებას ვთხოვ დედებს, რომლებიც ახლა შვილებს დასტირიან. ჩვენ აქ გამოგვიყენეს საზარბაზნე ხორცად, ყველა მხრიდან გვესროდნენ. რუსეთში ახლა მოღალატედ მომნათლავენ, მაგრამ მე მაინც ვილაპარაკებ, რომ მთელმა მსოფლიომ გაიგოს რას აკეთებს აქ რუსეთი. მე შევცდი, მაგრამ თქვენ არ დაუშვათ ეს შეცდომა. პუტინს ჩვენ არ ვჭირდებით, მას ჩვენი დაღუპული სამხედროების გვამებიც კი არ გააქვს ბრძოლის ველიდან და ჩვენს ბიჭებს აქ საერთო ორმოში ყრიან", - ამბობს რუსი სამხედრო.  

უკრაინის ვიცე პრემიერ-მინისტრის, ირინა ვერეშჩუკის თქმით, მათ 562 რუსი ჰყავთ დატყვევებული, რომელთა გაყვანაზეც რუსული მხარე დუმს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი