რუსებმა უკრაინაში უკვე 115 ბავშვი მოკლეს, დაჭრილია 140-ზე მეტი

გამოქვეყნდა:

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებული აგრესიის შედეგად ქვეყანაში უკვე 115 ბავშვია დაღუპული, 140-ზე მეტი კი დაშავდა.

უწყების ცნობით, ყველზე მეტი მსხვერპლია კიევში - 58, ხარკოვში - 36, დონეცკში - 29, ჩერნიგოვში - 30, ნიკოლაევში - 22, ჟიტომირში - 15, სუმში - 14, ხერსონში - 14.

ოკუპანტების თავდასხმისა და დაბომბვის შედეგად, დაზიანდა 489 საგანმანათლებლო დაწესებულება, აქედან 69 მთლიანად განადგურდა.

მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი