ქართველმა და უკრაინელმა სამხედროებმა რუსი ოკუპანტების კოლონა გაანადგურეს [VIDEO]

გამოქვეყნდა:

უკრაინელმა და ქართველმა სამხედროებმა რუსი ოკუპანტების კოლონა გაანადგურეს. ინფორმაციას და განადგურებული რუსული ტექნიკის კადრებს უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური სარდლობა ავრცელებს.

"ჩვენ მოგეცით ერთგულების ფიცი და დაპირებას ვასრულებთ: მტრის ზურგში უკრაინის თავდაცვის ძალების ჯარისკაცებმა რუსების კიდევ ერთი კოლონა გაანადგურეს.

ეს მოხდა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოსა და ქართული ლეგიონის მჭიდრო თანამშრომლობით.

აფეთქების ადგილზე მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის იდენტიფიცირება შეუძლებელია", - ნათქვამია სპეციალური სარდლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი