"მტერი აგონიაშია და ჰგონია, რომ გამოსავალი უმისამართო იერიშებია... სერიოზულ დანაკარგს განიცდიან" - ვიაჩესლავ ჩაუსი

გამოქვეყნდა:

ჩერნიგოვის რეგიონული სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის თავმჯდომარე,​ ვიაჩესლავ ჩაუსი აცხადებს, რომ რუსი რუსი ოკუპანტები ქალაქ ნეჟინს ამ დრომდე ბომბავენ.

მისივე თქმით, მტერი აგონიაშია და ფიქრობს, რომ გამოსავალი უმისამართო იერიშების მიტანაა.

"მტერი ქალაქ ნეჟინს ამ დრომდე ბომბავს. იქ მძიმე ვითარებაა. ასევე, ქაოსური სროლები ხორციელდება ჩერნიგოვოს მიმართულებით. მტერი აგონიაში ჩავარდნილი და ჰგონია, გამოსავალი უმისამართო იერიშების მიტანაა. მიუხედავად ამისა, ოკუპანტები სერიოზულ დანაკარგს განიცდიან როგორც ადამიანური რესურსის, ისე სამხედრო ტექნიკის კუთხით. ჩვენი არმია მტერს გამანადგურებელ ზიანს აყენებს. მტერი ფიქრობს, რომ არსებული ვითარებიდან გამოსავალი სამოქალაქო ინფრასტრუქტურის და დასახლებული პუნქტების დაბომბვაა", - ამბობს ვიაჩესლავ ჩაუსი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი