მარიუპოლში სროლები განახლდა - აზოვის ბატალიონი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ზღვიდან ქალაქზე მორიგი შეტევა დაიწყო. მათი ცნობით, სულ მცირე 4 რუსული გემი მიადგა მარიუპოლს აზოვის მხრიდან და ქალაქის დაბომბვა სწორედ იქიდან ხორციელდება.
ამასთან, "აზოვის" სპეციალური დანაყოფი სოციალურ ქსელში ავრცელებს კადრებს, როგორ ანადგურებს რუსულ სახმელეთო დანაყოფებს: ჯავშანტექნიკასა და ტანკებს.
ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ ოკუპანტებმა მარიუპოლში ჭურვი სკოლის შენობას ესროლეს, სადაც 400-მდე მოქალაქე აფარებდა თავს, მათ შორის ბავშვები. ჯერჯერობით უცნობია ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ.
უკვე 20 დღეა, მარიუპოლი რუსების მიერ ალყაშია მოქცეული, თუმცა აზოვის ბატალიონი მტერს ქალაქის დაკავების საშუალებას არ აძლევს.