სუმში, ბავშვთა სახლიდან 71 ბავშვის ევაკუაცია განხორციელდა - დმიტრო ჟივიცკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის ქალაქ სუმში, ბავშვთა სახლიდან 71 ბავშვის ევაკუაცია განხორციელდა. ინფორმაციას სუმის ოლქის გუბერნატორი, დმიტრო ჟივიცკი ტელეგრამის არხზე ავრცელებს. 

მისი ცნობით, 4 წლამდე ასაკის ბავშვებმა, რომელთა უმეტესობაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა, თავშესაფრის სარდაფში 2 კვირა გაატარეს. მათი გამოყვანა საევაკუაციო დერეფნის მეშვეობით მოხერხდა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი