კიევში ისევ განგაშის ხმა ისმის - რუსმა ოკუპანტებმა მორიგი საჰაერო თავდასხმა ერთ-ერთ საცხოვრებელ კვარტალზე მიიტანეს.
დანგრეულია მრავალსართულიანი კორპუსი. მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.
ისევ სროლის ხმა ისმის დონეცკის ოლქში. ავდეევკაში რუსმა ოკუპანტებმა იერიში კვლავ საცხოვრებელ კორპუსზე მიიტანეს. ჭურვის დაცემის შედეგად, მრავალსართულიან კორპუსში ხანძარია. მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
შეტევა გრძელდება ხარკოვზეც. რუსები ქალაქის ყველაზე მსხვილ მიკრორაიონს ბომბავენ. ამ დრომდე უცნობია ინფორმაცია დაშავებულებისა და გარდაცვლილების შესახებ. ხარკოვი უკვე 25 დღეა ოკუპანტების ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა. ქალაქში განადგურებულია ინფრასტრუქტურა, დანგრეულია ასობით საცხოვრებელი სახლი და არასამხედრო დანიშნულების სხვა შენობები.