უკვე 6 რუსი გენერალია მოკლული, რუსეთის არმია სრულიად მოუმზადებელია - პოდოლიაკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის ინფორმაციით, ქვეყანაში რუსეთის შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ, უკრაინელმა სამხედროებმა 6 რუსი გენერალი მოკლეს.

როგორც ის Twitter-ზე წერს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ რუსული არმია სრულიად მოუმზადებელია.

"უკვე 6 რუსი გენერალია მოკლული: გენერალ-მაიორი თუშაევი, გერასიმოვი, კოლესნიკოვი, სუხოვეცი, მიტიაევი და გენერალ-ლეიტენანტი მორდვიჩევი. ასევე, ათობით პოლკოვნიკი და ოფიცერი. რუსეთის ფედერაციის არმია სრულიად მოუმზადებელია და იბრძვის მხოლოდ ხალხის სიმრავლითა და საკრუიზო რაკეტებით", - წერს პოდოლიაკი Twitter-ზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი