"კიევი არ დაეცემა, დედაქალაქს ბოლომდე დავიცავთ" | ვიტალი კლიჩკოს მიმართვა

გამოქვეყნდა:

კიევის მერი ვიტალი კლიჩკო მორიგ ვიდეო მიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ დედაქალაქი მზად არის, თავი ბოლომდე დაიცვას.

მისი თქმით, მუშაობს კრიტიკული ინფრასტრუქტურის ყველა დაწესებულება, მოსახლეობას უწყვეტად მიეწოდება წყალი, გათბობა და ელექტროენერგია. 

"კიევი ამ დრომდე საომარ მდგომარეობის წესით ცხოვრებას აგრძელებს და მზად არის თავი ბოლომდე დაიცვას. ყოველდღე დავდივართ საგუშაგოებზე, ვუკავშირდებით სამხედროებს და თავდაცვის ძალების ბიჭებს. ვაკონტროლებთ ჰუმანიტარული შტაბის მუშაობას. მუშაობს კრიტიკული ინფრასტრუქტურის ყველა დაწესებულება. ქალაქის ყველა სასიცოცხლო დაწესებულება ყოველდღიურად ათასობით ადამიანს ეხმარება. 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ საავადმყოფოები. ქალაქს უწყვეტად მიეწოდება წყალი, გათბობა და ელექტროენერგია. კიევი არ დაეცემა. დედაქალაქს ბოლომდე დავიცავთ", - ამბობს ვიტალი კლიჩკო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი