უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, ოლექსეი არესტოვიჩი ამბობს, რომ ქვეყნის არმია რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ეფექტურად მოქმედებს.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც აგრესორებმა წამყვანი სამხედრო ძალა და მაღალჩინოსნები დაკარგეს, ისინი მორალურად გატყდნენ.
"ომის 25-ე დღეს ტაქტიკური ბრძოლები მიმდინარეობს. მტერს არ შესწევს ძალა ბრძოლაში რაიმე სახის გარდატეხა შეიტანოს. ოკუპანტები პრაქტიკულად ვერ ახორციელებენ საჰაერო თავდასხმებს. უკრაინული არმია ეფექტურად მოქმედებს რუსული ავიაციის წინააღმდეგ. მას შემდეგ რაც მტერმა თავდაპირველი გეგმა ვერ შეასრულა, ახალ გეგმაზე, რეპრესიებზე გადავიდნენ. მას შემდეგ, რაც რუსულმა არმიამ წამყვანი სამხედრო ძალა. ასევე სამხედრო მაღალჩინოსნები დაკარგა, მორალურად გატყდა", - თქვა არესტოვიჩმა.