დღეს უკრაინაში რვა ჰუმანიტარული დერეფანი იმუშავებს - ვერეშჩუკი
გამოქვეყნდა:
21 მარტს უკრაინაში რვა ჰუმანიტარული დერეფანი იმუშავებს - ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა.
ოთხი ჰუმანიტარული დერეფანი - კიევის რეგიონში. მათ შორის სოფლებიდან: დიმერკა, ვორზელი და ბუჩა. მისი თქმით, დაგეგმილია ასევე მოსახლეობის მარიუპოლიდან ზაპოროჟიეში ევაკუაცია.