რუსეთმა უკრაინაში უკვე 115 ბავშვი მოკლა - დაშავებულია 148

გამოქვეყნდა:

21 მარტის დილის მდგომარეობით, 24 თებერვლიდან, უკრაინაში რუსეთის აგრესიას 115 ბავშვი ემსხვერპლა, დაშავებულთა რიცხვი კი 148-მდე გაიზარდა - ინფორმაციას უკრაინის გენპროკურატურა ავრცელებს.

ცნობილია, რომ ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა კიევის რეგიონში - 58. ხარკოვში - 38, დონეცკში -29, ჩერნიგოვში - 31, მიკოლაევში - 22, კიევში - 16, ჟიტომირში - 15, ხერსონში - 15 და სუმიში - 14.

შაბათს, 19 მარტს, რუსმა ოკუპანტებმა დაბომბეს ხელოვნების სკოლა მარიუპოლის მარცხენა სანაპიროს რაიონში. დაბომბვის დროს სკოლის თავშესაფარში ოთხასზე მეტი ადგილობრივი იმყოფებოდა, ძირითადად ქალები, ბავშვები და მოხუცები. შენობა დაინგრა, თუმცა მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

გარდა ამისა, გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რუსული ბომბების შედეგად, ამ დროისთვის დაზიანებულია 530 სასწავლო დაწესებულება, აქედან 72 მთლიანად განადგურდა.

ყველაზე მეტი ზიანი მიადგა დონეცკის, ხარკოვის, მიკოლაევის, სუმის, კიევის, ხერსონის, ჩერნიგოვის ოლქებსა და კიევის საგანმანათლებლო დაწესებულებებს. დაზიანდა ობოლ ბავშვთა 40 დაწესებულება.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი