პუტინო! შენ ჩაძაღლდები საშინელი სიკვდილით - გონჩარენკო

გამოქვეყნდა:

"ამ ყველაფერზე პასუხს აგებ, შენ პუტინო! შენ ჩაძაღლდები საშინელი სიკვდილით" - რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო, ვიდეომიმართვას ავრცელებს რუსი ოკუპანტების მიერ განადგურებული სავაჭრო ცენტრიდან.

"ნახეთ, რა ხდება ეს კიევის სავაჭრო ცენტრია, შეხედეთ ამ ჯოჯოხეთს, გაგვათავისუფლეს სავაჭრო ცენტრისგან, ამ ყველაფერზე პასუხს აგებ. შენ პუტინო, შენ ჩაძაღლდები საშინელი სიკვდილით"- ამბობს გონჩარენკო

პუტინის ომის 26-ე დღეს,  უკრაინის ქალაქები ისევ  განგაშის სიგნალებმა მოიცვა. ოკუპანტები შეტევებს არ წყვეტენ. 

აგრესორები უკრაინას ზღვიდანაც უტევენ. საზღვაო შეტაკებებია ოდესაში. განხორციელდა რამდენიმე საარტილერიო გასროლაც! ოდესის გარდა უმძიმესია ვითარება უმსხვილეს საზღვაო ქალაქ მარიუპოლში, რომელიც ამ დრომდე რუსების ბლოკადაშია მოქცეული და ოკუპანტები ჰუმანიტარულ დერეფნებს ბომბავენ. მძიმე ღამე იყო უკრაინის დედაქალაქშიც. კიევში დაიბომბა  მსხვილი სავაჭრო ცენტრი- დარტყმის მთავარი სამიზნე კვლავ მშვიდობიანი მოქალაქეები აღმოჩნდნენ.   უკვე ცნობილია რომ დაიღუპა 8 ადამიანი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი