დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეპე კოფოდიმ განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს ევროკავშირის უმკაცრეს სანქციებს რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ.
ინფორმაციას უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო საკუთარ ტელეგრამის არხში ავრცელებს. ინფორმაციის მიხედვით, ჯეპე კოფოდიმ თქვა, რომ სანქციებს შორის საუბარია რუსული გემებისთვის საზღვაო პორტების დახურვაზე.
პორტების დახურვა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღევანდელ მიმართვაში გერმანელებისადმი, კიდევ ერთხელ მოითხოვა.