"11-12 მილიონი არის იძულებით გადაადგილებული პირი... ეს ჯერ კიდევ არ არის გლობალურ-ჰუმანიტარული კატასტროფა?" - წერს, სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი.
მისი თქმით, რუსეთი მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს ანადგურებს
"3 მილიონზე მეტი უკრაინელი იძულებული გახდა გამგზავრებულიყო ევროპის ქვეყნებში. ომის გამო ქალაქებიდან და სამუშაოდ წასული დევნილების საერთო რაოდენობა 11-12 მილიონია, ეს რიცხვი გაითვალისწინეთ. რუსეთი მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს ანადგურებს. ეს არ არის გლობალური ჰუმანიტარული კატასტროფა?" - წერს პოდოლიაკი