
სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია ამბობს, რომ უკრაინას სოლიდარობას უცხადებენ, თუმცა მნიშვნელოვანია საქართველოს მოსახლეობის ინტერესებზე იფიქრონ. ამ თემაზე მან რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის შესახებ დასმული კითხვის პასუხად ისაუბრა.
"ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინას და სრულ სოლიდარობას, თუმცა ჩვენ, მნიშვნელოვანია ვიფიქროთ ჩვენი მოსახლეობის ინტერესებზე და მაქსიმალურად ავიცილოთ მათთვის ძალიან დიდი ზიანის მიყენება. ეს შესაბამისმა კვლევებმაც დაადასტურა, რომ ეს პოლიტიკა, და ის გადაწყვეტილებები, რომლებიც პრემიერმა მიიღო ამ საკითხებთან მიმართებაში, არის მოსახლეობის უმეტესი ნაწილის მიერ მხარდაჭერილი", - თქვა შამუგიამ.
მინისტრმა დღეს თქვა, რომ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები გვაქვს და გარკვეული პროდუქტი ქვეყნიდან გადის, გარკვეული შემოდის.