
სოფლის მეურნეობის მინისტრი ამბობს, რომ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები გვაქვს და გარკვეული პროდუქტი ქვეყნიდან გადის, გარკვეული შემოდის.
"ჩვენ, კიდევ ერთხელ ვამბობ, გვაქვს დღევანდელი მდგომარეობით სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან, შემოგვაქვს გარკვეული პროდუქცია, ხორბალი, ფქვილი და ა.შ. ეს არის ის რეალობა, რაც შემიძლია გითხრათ დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე. გარკვეული პროდუქცია შემოდის, გარკვეული გადის", - თქვა ოთარ შამუგიამ.
მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია "ჩვენი მოსახლეობის ინტერესებზე ვიფიქროთ და თავიდან ავიცილოთ დიდი ზიანი".
ცნობისთვის, "მთავარმა არხმა" გუშინ მოამზადა სიუჟეტი, რომლის მიხედვითაც უკრაინაში ომის პარალელურად, საქართველო რუსეთს პროდუქტებით ამარაგებს.