მელიტოპოლში ოკუპანტებმა ადგილობრივი ჟურნალისტები გაიტაცეს

გამოქვეყნდა:

რუსეთის ჯარების მიერ ოკუპირებულ მელიტოპოლში შეიარაღებულმა რუსი ჯარისკაცებმა ოთხი ჟურნალისტი გაიტაცეს - ინფორმაციას უკრაინის ჟურნალისტთა ეროვნული კავშირი ავრცელებს.

„დღეს შეიარაღებული პირები მივიდნენ MV-Holding-ის ჟურნალისტების სახლში. გამომცემელი მიხაილ კუმკო, რედაქტორი ევგენია ბორიანი, ჟურნალისტები იულია ოლხოვსკაია და ლიუბვი ჩაიიკა  გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს“, - ნათქვამია მოხსენებაში.

კავშირის ცნობით, სამი ჟურნალისტი მოგვიანებით გაათავისუფლეს, მას შემდეგ, რაც "თანამშრომლობის აუცილებლობაზე" ისაუბრეს, ხოლო ერთის, მიხაილ კუმოკის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

ჰოლდინგის გენერალურმა დირექტორმა ანა მედვიდმა თქვა,რომ ოკუპანტებმა ერთი კვირის წინ დაურეკეს სასაუბროდ და თანამშრომლობა და ერთგულება მოსთხოვეს, რაზეც უარი მიიღეს. ამის შემდეგ კი ოფისში მივიდნენ და უნებართვოდ გაჩხრიკეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი