რუსმა საოკუპაციო ძალებმა, დონეცკისა და ლუგანსკის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან, 2 389 ბავშვი გაიტაცეს, - ინფორმაციას, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში ავრცელებს.
სამინისტროს განცხადებით, მსგავსი ქმედება, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეში დარღვევაა. ისინი საერთაშორისო საზოგადოებას დროული რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
მიღებული ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 19 მარტს, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, 2389 ბავშვი გადაასახლეს, რომლებიც დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დროებით ოკუპირებულ რეგიონებში იმყოფებოდნენ. აგრესორი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოსახლეობის, მათ შორის ბავშვების იძულებით გადაყვანით გატაცების ნიშნები იკვეთება.
ასეთი ქმედებები არის საერთაშორისო სამართლის, კერძოდ კი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეში დარღვევა.სახლების ნგრევით და მშობლების მკვლელობით, რუსეთის ფედერაცია უკრაინელ ბავშვებს მშობლის მზრუნველობას ართმევს და მათ სიცოცხლეს რუსეთის ტერიტორიაზე შემდგომ საფრთხის წინაშე აყენებს, - აცხადებენ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში.