უკრაინის შეიარაღებული ძალები მზად არიან დაამარცხონ ბელარუსის არმია, ისევე როგორც ოკუპანტის რუსეთის ჯარი, მაგრამ იმედი აქვთ, რომ ბელარუსები უკრაინელებს არ დაუპირისპირდებიან - აცხადებს უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის სპიკერი ანდრეი დემჩენკო.
მისივე ინფორმაციით, ბელარუსში არსებულ ვითარებას, უკრაინის თავდაცვისა და დაზვერვის ძალები აკვირდებიან:
"რუსეთის გავლენით ბელარუსი ძირითადად გამოიყენება თვითმფრინავების ასაფრენად, დაბომბვისთვის, კოლონები მიემართებიან ჩერნიგოვის მიმართულებით" ამბობს დემჩენკო.
მისივე თქმით, ესმით, რომ მაღალი რისკია ბელარუსი სამხედროების ომში ჩართვის.