სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან ჩვენმა ჯარისკაცებმა ჩამოაგდეს თითქმის 100 თვითმფრინავი და 120 ვერტმფრენი, გაანადგურეს თითქმის 500 ტანკი და ათასზე მეტი რუსული ჯავშანტექნიკა - წერს უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსეი რეზნიკოვი. მისი ინფორმაციით, სწორედ ამ დანაკარგების გამო, აგრესორი ქვეყანა და დაქირავებული მებრძოლების იმედზეა და ბელარუსს უკრაინასთან ომში ჩართვისკენ უბიძგებს:
"რუსეთი აგროვებს დაქირავებულებს მთელს მსოფლიოში და უბიძგებს ბელარუსის ჯარს უკრაინასთან ომისკენ.
ჩვენი არმიის პოზიცია ძალიან მკაფიოა - ყველა დამპყრობელს სასტიკად უპასუხებენ, ვინც არ უნდა იყოს. ეს არაერთხელ გავიმეორეთ.
მტერი აღარ ოცნებობს კიევის აღებაზე, მტკივნეულ დარტყმებს იღებს ხარკოვის, მიკოლაევის, ხერსონისა და ლუგანსკის რაიონებთან.
მარიუპოლის გმირულმა დამცველებმა უდიდესი როლი შეასრულეს მტრის გეგმების განადგურებაში და ჩვენი თავდაცვის გაძლიერებაში. მათი თავდადებისა და ზეადამიანური გამბედაობის წყალობით უკრაინაში ათობით ათასი ადამიანის სიცოცხლე გადარჩა. დღეს მარიუპოლი გადაარჩენს კიევს, დნიპროს და ოდესას. ეს ყველამ უნდა გაიგოს.ხერსონის, ენერგოდარის და სხვა ქალაქების მცხოვრებლები, რომლებიც უიარაღოდ გამოდიან რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ, აჩვენებენ, რომ უკრაინელი ხალხის ნება ურყევია და მტერი ჯობია გაიქცეს." წერს მინისტრი.
როგორც რეზნიკოვი წერს, შეთანხმდნენ, რომ არ გაასაჯაროებენ ინფორმაციას იარაღის მიწოდებაზე, თუმცა აღნიშნავს, რომ ბოლო დღეებში თავდაცვამ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ნატოს სტანდარტების ეკიპირება გადასცა - "ეს დაცვა ძირითადად სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზეა შეძენილი და შესაბამისად, ყველა უკრაინელს მადლობა, ჩვენ ვმუშაობთ და ვამზადებთ შემდეგ პარტიებს." წერს რეზნიკოვი.
მისივე თქმით, წინ ჯერ კიდევ არის გამოწვევები:
უკრაინა ატარებს სტრატეგიულ თავდაცვით ოპერაციას ბევრად უფრო დიდი მტრის წინააღმდეგ და ბელარუსის ჯარების სახმელეთო შემოჭრის საფრთხის ქვეშ. ზარალს ვიღებთ. მტერი ანგრევს ჩვენს ქალაქებს და ძირს უთხრის ეკონომიკას. მდგომარეობა ძალიან რთულია.
მაგრამ სანამ ჩვენი რეზერვის გამაძლიერებელი არმია შენარჩუნებულია, ჩვენ ვიბრძოლებთ. და ჩვენ გავიმარჯვებთ!...
"მთავრობა ყველაფერს აკეთებს ეკონომიკის გადასარჩენად. ეს არის ჩვენი თავდაცვის საფუძველი. დღეს ყველა, ვინც სამსახურში მიდის, სხვას აძლევს სამუშაოს, ავსებს სალაროებს - მუშაობს უკრაინის დასაცავად.
ჩვენ დავამარცხებთ მტერს ერთიანობით და უკეთესი ორგანიზებით. თითოეულის წვლილი მნიშვნელოვანია.
ფრონტები განსხვავებულია - ერთი გამარჯვება ყველასთვის.
შევინარჩუნოთ სისტემა!
დიდება უკრაინას!" წერს უკრაინის თავდაცვის მინისტრი.