მიკოლაევის სოფელი უკრაინელებმა ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს - რუსები საბავშვო ბაღში იმალებოდნენ

გამოქვეყნდა:

მიკოლაევის რაიონში უკრაინელებმა რუსი ოკუპანტებისგან სოფელი გაათავისუფლეს. უკრაინის შს მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშენკოს ინფორმაციით უკრაინელმა ჯარისკაცებმა მტერი ალყაში მოაქციეს და წაართვეს სამხედრო ტექნიკა. ოკუპანტები საბავშვო ბაღში იმალებოდნენ. 
ინფორმაციას ადასტურებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბშიც.
სავარაუდოდ, სოფლიდან ბავშვები უკვე ევაკუირებული იყვნენ. მტრის ზუსტი დანაკარგი ჯერ დადგენილი არ არის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი