ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი წერს, რომ რუსეთი თავის აგრესიის გამართლებას სხვადასხვა მიზეზებით ცდილობს,თუმცა ეს ყველაფერი ტყუილია:
"რუსეთი დაჟინებით ცდილობს გაამართლოს თავისი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. ისტორიები ბიოლაბორატორიების, ნაცისტური ბატალიონების, დონეცკის მძიმე საარტილერიო დაბომბვის შესახებ ათასობით მსხვერპლით... ეს ყველაფერი უპირობო ტყუილია, რომელიც უარყო მსოფლიომ, რომელიც ომს პირდაპირ ეთერში უყურებს." წერს პოდოლიაკი.
მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი უკრაინასა და რუსეთს შორის დღეს შედგა.