700 მილიონიანი იახტა "შეჰერაზადა", სავარაუდოდ პუტინს ეკუთვნის - მედია

გამოქვეყნდა:

გამომძიებლებმა აღმოაჩინეს იახტა სახელად "შეჰერეზადა", რომელიც შესაძლოა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ეკუთვნოდეს. სუპერიახტის ეკიპაჟი რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურისგანაა დაკომპლექტებული- ინფორმაციას რუსი ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის გუნდი ავრცელებს.

მათი ცნობით, იახტა 700 მილიონი დოლარის ღირებულებისაა. 140 მეტრიანი იახტა 2020 წელს გერმანიის გემთმშენებელმა ქარხანამ გამოუშვა.
ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი იახტა თავის კლასში მსოფლიოში.  პუტინის სახელს უკავშირებენ ამ იახტას ამერიკელი ოფიციალური პირებიც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი