ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციამ  6-თვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა ერთ-ერთი საუკეთესო რუსი მოჭადრაკე სერგეი კარიაკინი, რომელიც ვლადიმირ პუტინის აქტიურ მხარდამჭერად მოიაზრება. კარიაკინი იმის გამო დაისაჯა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული აგრესია მოიწონა და  ომის წამახალისებელი განცხადებები გააკეთა.  

32 წლის კარიაკინი რუსების მიერ ოკუპირებულ ყირიმში, ქალაქ სიმფეროპოლში  დაიბადა და 2009 წლამდე ის უკრაინის სახელით ასპარეზობდა. შემდეგ კი, მოქალაქეობა შეიცვალა და პუტინის აქტიური მხარდამჭერ გახდა 

FIDE-ს ხელმძღვანელი ასევე რუსი არკადი დვროკოვიჩია, თუმცა, ამ შემთხვევაში, ისიც უძლური აღმოჩნდა - “ამის თაობაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ”, - განაცხადა მან, როდესაც თანამემამულის დისკვალიფიკაციაზე ჰკითხეს. 

კარიაკინი FIDE-ს რეიტინგში  მე-18 ნომერია. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, FIDE-მ რუსეთისა და მისი ხელშემწყობი ბელარუსის წარმომადგენელ მოჭადრაკეებს ეროვნული სიმბოლიკით თამაშის უფლება აუკრძალა. ამას გარდა, რუსეთს რიგით 44-ე საჭადრაკო ოლიმპიადის გამართვის უფლება ჩამოერთვა, რომელიც მოსკოვში 26 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით უნდა ჩატარებულიყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი