უკრაინელმა ჯარისკაცებმა დაიჭირეს რუსი ვიცე-პოლკოვნიკი, რომელსაც უკრაინის შეიარაღებული ძალების საცვლები და წინდები ეცვა - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსულ ჯართან შეტაკების დროს, 128-ე სამთო თავდასხმის ბრიგადის წევრებმა შეიპყრეს რუსული არმიის 47084 სამხედრო ნაწილის ინფორმაციისა და ფსიქოლოგიური წინააღმდეგობის ჯგუფის უფროსი. განადგურებულია ოკუპანტის სატვირთო მანქანა.
"პატიმრის მონაცემები - ალექსანდრე კოშელი, დაბადებული 1982 წელს, 47084 განყოფილების მუდმივი მდებარეობა - ვლადიკავკაზი, ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა.
პირადი ჩხრეკისას 128-ე ბრიგადის ჯარისკაცები გაკვირვებულნი აღმოჩნდნენ, რომ კოშელს ეცვა საცვლები და წინდები წარწერით „უკრაინის შეიარაღებული ძალები". ნათელი მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთის არმიის პერსონალი აღიარებს - უკრაინის შეიარაღებული ძალების შარვალი და წინდებიც კი სჯობს მსოფლიოს "ქებული არმიის საცვლებს"- ნათქვამია უწყების განცხადებაში.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კოშელი პირდაპირ კავშირშია რუსეთის ფედერაციის 58-ე არმიის მეთაურთან, რუს გენერალ მიხეილ ზუსკოსთან, რომელსაც ის პირადად აბარებდა ყოველდღიურ მოხსენებებს.