რუსი ოფიცრები ხშირად მობილურებს იყენებენ ერთმანეთთან კავშირის დასამყარებლად - CNN

გამოქვეყნდა:

აშშ ვერ ადგენს, ჰყავს თუ არა ვლადიმერ პუტინს დანიშნული სამხედრო მეთაური, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომს ხელმძღვანელობს. ტელეკომპანია CNN უმაღლეს ამერიკელ სამხედრო ექსპერტებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ უკრაინაში ან მის მახლობლად პასუხისმგებელი უმაღლესი რანგის მთავარსარდალი არ არსებობს და ამის გამო, სხვადასხვა რუსული დანაყოფები კოორდინირებულად ვერ მოქმედებენ. 

გარდა ამისა, რუსულ ჯარს კომუნიკაციის პრობლემები აქვს: ჯარისკაცები და ოფიცრები ხშირად კომერციულ მობილურ ტელეფონებსა და სხვა არასანდო არხებს იყენებენ ერთმანეთთან კავშირის დასამყარებლად, რის გამოც უკრაინელები ადვილად გეგმავენ კონტრშეტევებს - "ამ ყველაფერმა მოიტანა ის შეუთანხმებელი და ხშირად ქაოტური სამხედრო ქმედებები, რომლებმაც ძალიან გააკვირვა აშშ და მისი დასავლელი პარტნიორები" - წერს CNN.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი