ნუ იქნებით მკვლელების კურორტი. დაბლოკეთ მათი ქონება, ჩაკეტეთ პორტები - ზელენსკის მიმართვა იტალიის პარლამენტს

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიის პარლამენტს სიტყვით მიმართა და მოუწოდა - „არ გახდეთ მკვლელების კურორტი“.  მან პარლამენტარებს შეახსენა, რომ უკრაინაში 24 თებერვლიდან 117 ბავშვი დაიღუპა:

"ისინი (რუსული ელიტა) თითქმის ყველა იყენებს იტალიას დასასვენებლად. ნუ იქნებით მკვლელების კურორტი. დაბლოკეთ მათი ქონება, მხარი დაუჭირეთ ემბარგოს, ჩაკეტეთ პორტები. არ დაუშვათ სასურსათო კრიზისი, დაგვეხმარეთ. ეს ომი სწრაფად უნდა დასრულდეს და ფეხზე წამოვაყენოთ უკრაინა",- თქვა ზელენსკიმ. 

 ზელენსკიმ ევროპელ პოლიტიკოსებს კიდევ ერთხელ უთხრა, რომ  „რუსეთზე მეტი ზეწოლაა საჭირო“. 

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი