ნეიტრალიტეტის თემა თქვენმა დაქირავებულმა ბოტებმა შემოიტანეს და თქვენმა ექსპერტებმა გააძლიერეს - ვაშაძე "ოცნებას"

გამოქვეყნდა:

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ნეიტრალიტეტის თემა "ქართულმა ოცნებამ" დაქირავებული ბოტებითა და ექსპერტებით წამოწია, დღეს კი მიხვდნენ, რომ ამაზე საზოგადოებისგან მკაცრ პასუხს მიიღებდნენ.

"ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით საუბარი ეს თქვენმა დაქირავებულმა ბოტებმა შემოიტანეს სოციალურ ქსელში, ეს თქვენმა დაქირავებულმა ექსპერტებმა, რომლებსაც ყოველ თვე ხელფასებს უხდით, გააძლიერეს გუშინ, და დღეს მიხვდით თქვენ, ბატონო მამუკა, ბატონი ირაკლი, ბატონო ირაკლი მეორე, ყველანი მიხვდით, რომ ისეთი თემა გახსენით, რომელზეც ძალიან მკაცრ რეაქციას მიიღებდით ქართული საზოგადოებისგან", - თქვა ვაშაძემ.

მისი თქმით, ნეიტრალიტეტს საქართველო არ მიიღებს, რადგან ეს დამოუკიდებლობის დაკარგვის გზაა.

ქართული ოცნება ნეიტრალიტეტის თემის წამოწევას, მიხეილ სააკაშვილს აბრალებს. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი