"სანამ ბოლო რუს ჯარისკაცს არ დავმარხავთ, მთავარი სამიზნე დედაქალაქი იქნება" - არესტოვიჩი ოკუპანტების გეგმებზე

გამოქვეყნდა:

"რუსების გონზე მოსაგებად ან რუსული ტელევიზიები უნდა დახურონ, ან ტყვედ აიყვანონ ყველა და გამოაღვიძონ " - ამბობს ვიდეომიმართვაში, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, ოლექსეი არესტოვიჩი.

მისი თქმით, მტერი შეტევებს ისევ გააგრძელებს, თუმცა აქტიური საბრძოლო მოქმედებები ორ, ან სამ კვირაში დასრულდება.

"მტრის მთავარი სამიზნე, როგორც კიევი, ასევე მარიუპოლია. გუშინ შეეცადნენ შეტევა დაეწყოთ, თუმცა უფრო ტაქტიკური ხასიათის, იდიოტები არიან. იკვეთება, რომ კიევის აღებას ბოლოსთვის ინახავენ, ანუ გამოდის რომ სანამ ბოლო რუს ჯარისკაცს არ დავმარხავთ, მთავარი სამიზნე დედაქალაქი იქნება. დედაქალაქს არაფერი ემუქრება, რუსებისთვის მთელი უკრაინა იგივე ჩერნობაევია ისინი ძველი გეგმის მიხედვით მოქმედებენ, რადგან არ ჰყავთ ადამიანი, რომელიც ეტყვის , რომ ეს გეგმა არ მუშაობს, რუსებს ერთადერთი გეგმა დარჩათ, დაბრუნდნენ იქ, საიდანაც მოვიდნენ. პირველი დღიდან ნათელი იყო, რომ მტერს უკრაინაში გამარჯვების მცირე შანსიც კი არ ჰქონდა. მტერი შეტევებს მაინც გააგრძელებს, თუმცა აქტიური საბრძოლო მოქმედებები ორ, ან სამ კვირაში დასრულდება. რუსების გონზე მოსაგებად არ რუსული ტელევიზიები უნდა დახურონ, ან ტყვედ აიყვანონ ყველა და გამოაღვიძონ" - ამბობს ოლექსეი არსტოვიჩი.

დღეს პუტინის ომის 27-ე დღეა. ოკუპანტი ქვეყნის არმია უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი