კიევთან ახლოს, ამერიკელი ფოტოჟურნალისტი გაუჩინარდა - უკრაინის სტრატკომი

გამოქვეყნდა:

ამერიკელი ფოტოჟურნალისტი მაქს ლევინი, რომელიც უკრაინაში, ფრონტის ხაზზე იმყოფებოდა, გაუჩინარდა - ინფორმაციას, უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ინფორმაციის უსაფრთხოების ცენტრი ავრცელებს.

სტრატკომი წერს, რომ ჟურნალისტი 13 მარტს სოფელ მოშჩუნის მიმართულებით წავიდა, რის შემდეგაც მისი კვალი ქრება. 

"ცნობილი ფოტოჟურნალისტი მაქს ლევინი, რომელიც ფრონტის ხაზზე იმყოფებოდა, კიევთან ახლოს გაუჩინარდა ჟურნალისტი 13 მარტს ბრძოლების გადასაღებად საკუთარი მანქანით წავიდა. მან მანქანა სოფელ ჰუტა მეჟიჰირსკასთან დატოვა და სოფელ მოშჩუნისკენ წავიდა. ფოტორეპორტიორის ტელეფონიდან შეტყობინება 11:23 საათზე შევიდა, რის შემდეგაც არ გამოჩენილა. იმ ტერიტორიაზე, სადაც ის სამუშაოს ასრულებდა, ინტენსიური თავდასხმები დაიწყო." - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, მაქს ლევინი თანამშრომლობდა გამოცემებთან: Reuters, BBC, TRT World, Associated Press, LB.ua, Hromadske.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი