მარიუპოლის ბლოკადას პუტინის ფავორიტი, გენერალი მიხაილ მიზინცევი ხელმძღვანელობს - გერაშენკო

გამოქვეყნდა:

დონეცკის ოლქის ქალაქ მარიუპოლის ბლოკადას პუტინის არმიის გენერალი მიხაილ მიზინცევი ხელმძღვანელობს. სწორედ მან გასცა ბრძანება დაებომბათ დრამატული თეატრი და სამშობიარო, სადაც იმ დროს მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებოდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშჩენკო ავრცელებს.

გერაშჩენკო განმარტავს, რომ მიზინცევი პუტინის ფავორიტია. ის ადრე ხელმძღვანელობდა ოპერაციას სირიაში.

შეგახსენებთ, მარიუპოლში რუსმა ოკუპანტებმა უკვე 3 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი