
"ნეიტრალიტეტის თემის განხილვაც კი ჩვენი ისტორიული არჩევანის შეურაცხყოფაა" - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნუგზარ წიკლაური საგანგებო ბრიფინგზე საუბრობს და მამუკა მდინარაძის დღევანდელ განცხადებებს ეხმაურება.
სამწუხაროდ, საქართველოში, ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც პირიქით, არ გამოხატავს მოქალაქეების ნებას და თავს ესხმის თავისუფლებისთვის მებრძოლ მეგობარ ქვეყანას, უკრაინას. ამ კონტექსტში, მინდა გამოვეხმაურო მამუკა მდინარაძის ბრიფინგს რაც იყო იმ კოლაბორაციონისტული კურსის გაგრძელება, რომელიც მმართველ პარტიას აქვს რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დაწყების პირველივე დღიდან.
ამ ბრიფინგით და ნეიტრალიტეტის თემის კიდევ ერთხელ წამოწევით დადასტურდა, რომ "ქართული ოცნება" დღეს არის რუსული პარტია და რომ რუსული პარტიის წარმომადგენლები ვერ ასახელებენ საერთოდ ვინ დაიწყო ომი უკრაინაში...
...რუსული საქმის გაგრძელებაა ნეიტრალიტეტის თემის გაგრძელება და ამ თემით სპეკულაციები. დააკვირდით, რასაც აკეთებს თვით "ქართული ოცნება", ცდილობს, რომ ის პოლიტიკურ ოპონენტებს დააბრალოს და ხაზგასმით ასეა რუსეთსა და უკრაინას შორისაც" - ამბობს წიკლაური.