ოკუპანტებმა ლუგანსკის რეგიონში, ბავშვთა საავადმყოფო დაბომბეს
გამოქვეყნდა:
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ოკუპანტებმა ლუგანსკის რეგიონში, სევერდონეცკში, ბავშვთა საავადმყოფო დაბომბეს. თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მაშველებმა შენობიდან 7 ბავშვი და 15 ზრდასრული გამოიყვანეს. მათგან 8 ექიმია.