რუსმა ოკუპანტებმა მოკლეს ქალი, რომელიც უბრალოდ ველოსიპედით გადაადგილდებოდა - დმიტრო ჟივიცკი

გამოქვეყნდა:

სუმის ოლქში, ქალაქ ტროსტიანეცში რუსმა ოკუპანტებმა მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს.

სუმის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, დმიტრო ჟივიცკის ინფორმაციით, აგრესორებმა ცეცხლი გაუხსნეს ქალს, რომელიც ველოსიპედით გადაადგილდებოდა.

"სამწუხაროდ, ისინი [რუსი დამპყრობლები] ესვრიან ხალხს. ქალი, რომელიც ქალაქში უბრალოდ ველოსიპედით მოძრაობდა, მოკლეს", - ამბობს დმიტრო ჟივიცკი.

მან ასევე აღნიშნა, რომ ტროსტიანეცის ქუჩებში ყოფნა სახიფათოა. 

უკრაინული მედიის ცნობით, ტროსტიანეცის ქუჩებში ბრძოლები მიმდინარეობს. შეტაკებების შედეგად ქალაქში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი